სამადაშვილი უმრავლესობას: დგახართ საფრთხის წინაშე, რომ ისეთ დეკორაციად გადაიქცეთ, როგორც პუტინს ჰყავს მორჩილი საკონსტიტუციო უმრავლესობა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილის განცხადებით, ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური მდგოამრეობაა.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ქვეყანაში სიტუაცია უახლოეს თვეებში კიდევ უფრო რთული გახდება.

„ფაქტიურად, ქვეყანაში საფინანსო სისტემის ჩამოშლა მიმდინარეობს და ველით, რომ უახლოეს თვეებში სიტუაცია უმძიმესი და კიდევ უფრო რთული გახდება. თქვენ დღეს დგახართ საფრთხის წინაშე, რომ ამ პარლამენტში, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის ისეთ დეკორაციად გადაიქცეთ, როგორც პუტინს ჰყავს რუსეთის სათათბიროში მორჩილი საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამით, ქვეყანაში დემოკრატიის მომავალი კიდევ ერთხელ შეფერხდება და დაპაუზდება“, – მიმართა სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას.

banner
წინა სტატიაშინარკოპოლიტიკის გაუმჯობესებისა და ლიბერალიზაციის მიზნით, “გირჩი” პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია : მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება