სამადაშვილი: დანიელსონმა მითხრა, იცოდე, ამ შეთანხმებაზე სისხლი დაინთხევა ორივე მხრიდანო

“დანიელსონი როცა ჩამოვიდა, ერთ-ერთ პირველ რაუნდზე, ცალკე შეხვედრაზე მითხრა, რომ უნდა გახსოვდეს, რომ ამ შეთანხმებაზე სისხლი დაინთხევა ორივე მხარიდან. ანუ ორივე მხარეს მოუწევს, რომ სისხლი დაასხას ამ დოკუმენტს საბოლოოდ, რომელიც დაიდება. ასეა, შეთანხმება არის საბოლოო ჯამში კომპრომისი”, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა “Palitranews”-თან საუბრისას თქვა.

“მე თუ გახსოვთ, იმთავითვე ვთქვი, პირველივე დღეს, შეგიძლია მოიძიოთ დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს ჩემი კომენტარი, რომ ეს ამნისტიის შემოთავაზება არ იქნება მარტივი საკითხი და ყველას გვესმის, რომ ქართული ოცნება შეეცდება, ამ ამნისტიის ფარგლებშიც რაღაც მიიღოს, რადგან ესეც გასაგებია. ქართული ოცნება საკუთარ ამომრჩევლებს ესაუბრება, ჩვენ ვესაუბრებით ოპოზიციურ ამომრჩეველს და ეს ხელშეკრულება რაღაცნაირად ორივე მხარეს უნდა მიჰყიდოს. თუმცა, ერთი რამ არის გაუგებარი ჩემთვის, პოლიტიკურად ქართულ ოცნებას რაში სჭირდება, რომ პოლიციელების საკითხის პედალირება გააკეთოს, მაგრამ ფორმულირება საბოლოდ არის შემდგომი რომ ვის წინააღმდეგაც არის აღძრული საქმე, შეეხება ამნისტია მხოლოდ მათ”, – ამბობს სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშიშმაგი ბოლქვაძემ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
შემდეგი სტატიადეკანოზი თამაზ ლომიძე: სანამ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას საკითხი არ გადაწყდება, მანამ არ მოგვარდება ჭყონდიდის ეპარქიაში უმძიმესი პრობლემა