სალომე ზურაბიშვილმა ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის სპიკერის პოსტიდან გადააყენა

ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის სპიკერის პოსტიდან სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს. თუმცა, პრესსამსახურის წარმომადგენლები მედიას არ ეუბნებიან, რატომ მიიღო პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება.

პრეზიდენტის მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ირინა შენგელიამ თქვა, რომ მოისწრაფიშვილი მხოლოდ სპიკერის პოსტიდან წავიდა, თუმცა, ამ ეტაპზე რჩება ადმინისტრაციის თანამშრომლად.

რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა და ახლა მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე დაწერა, რომ მოისწრაფიშვილის გადაყენება მის მხარდაჭერას უკავშირდებოდა:

“სირცხვილია!!! პრეზიდენტის პრეს სპიკერსსამსახურიდან წასვლა აიძულო იმის გამო, რომ კრიტიკული ტელევიზიის, საინფორმაციო სამსახურის უფროსს, რომელიც მისი მეგობარია, რომელთან ერთადაც ბევრი წელი იმუშავა, პოსტი მიუძღვნა.

სირცხვილია!!!
ასეთებს ჩაუვლია, თქვენაირებს გაუვლია და დღეს მათი გვარები გუგლსაც ძლივს შემორჩა!!!”.

 

წყარო: ტაბულა

banner
წინა სტატიაშიპარლამენტთან აქციაზე დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაბათუმში ავტომობილი ხიდიდან გადავარდა