პარლამენტთან აქციაზე დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე “სირცხვილიას” წევრებსა და “პატრიოტთა ალიანსის” წევრებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული სამი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

შემთხვევა გუშინ მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც სპორტის სასახლეში „პატრიოტთა ალიანსის“ შეკრების შემდეგ პარტიის მხარდამჭერები და ბეჟან გუნავა პარლამენტთან მივიდნენ და უნდოდათ, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორები ტერიტორიიდან გაეყვანათ, რათა აქცია თავად გაემართათ.

მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე ლინას ლინკევიჩუსს ​ხვდება
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის სპიკერის პოსტიდან გადააყენა