ბათუმში ავტომობილი ხიდიდან გადავარდა

ბათუმში ხახულის ქუჩაზე, ხიდიდან მსუბუქი ავტომობილი ”ჟილინის” არხში გადავარდა. მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც არ დაშავებულა. ინფორმაციას ამის შესახებ ajaratv.ge ავრცელებს.

თვითმხილველები ყვებიან, რომ ხიდზე დაგებული საფარი ნაწილობრივ დაზიანებულია. მათი თქმით, მძღოლი ცდილობდა, ავტომობილი დაზიანებული მონაკვეთისთვის აეცილებინა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში ჩავარდა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ავტომობილს მართავდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაჯარიმდება.

ხახულის ქუჩაზე მდებარე ხიდს მოაჯირები არ აქვს.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილმა ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის სპიკერის პოსტიდან გადააყენა
შემდეგი სტატიამამაკაცი, რომელმაც მეზობელი დანით დაჭრა, შემდეგ კი თავში შეშის ნაჭერი ჩაარტყა დააკავეს – შსს ინფორმაციას ავრცელებს