სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ ავლაბრის სასახლეში შესვლას არ აპირებს და პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე იქნება

ორბელიანების სასახლე ჩემთვის არის სრულიად მისაღები, – ამის შესახებ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, ინაუგურაციის შემდეგ შევა თუ არა პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ორბელიანის სასახლე ბევრად უფრო ევროპული ყაიდისაა.

„ჩემი ოჯახი, წინაპრები ბარათაშვილები, ორბელიანები იყვნენ, ამიტომ ორბელიანების სასახლე ჩემთვის არის სრულიად მისაღები. თუ ჩვენ გვინდა ევროპულობა, ბევრად უფრო ევროპული ყაიდის სასახლეა, ვიდრე ავლაბრის სასახლის მასშტაბური შენობა, რომელიც სხვა რაღაცებს მაგონებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ორბელიანების სასახლე თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარეობს.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი : პატრიარქმა მთხოვა, მივსულიყავი საპატრიარქოში, ეს იყო ჩემთვის ნამდვილი პირველი ნიშანი, რომ გავხდი საქართველოს პრეზიდენტი
შემდეგი სტატია,,ამომრჩევლებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში და ეს დადებითად შეფასდა, თუმცა ამან გააძლიერა ეჭვები დაშინების შესახებ”