,,ამომრჩევლებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში და ეს დადებითად შეფასდა, თუმცა ამან გააძლიერა ეჭვები დაშინების შესახებ”

უკრაინაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი დაინიშნა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო კონკურენტული და კანდიდატებს თავისუფალად შეეძლოთ კამპანიის ჩატარება, მაგრამ ჩვენ უნდა აღვნიშნოთ უარყოფითი ხასიათი საინფორმაციო კამპანიის, რომელიც ძირს უთხრიდა პროცესს, – ამის შესახებ ეუთო-ს მოკლევადიანი მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა კრისტიან ვიგენინიმ განაცხადა, რომელმაც საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონიტორინგის შედეგები წარადგინა.

„ეუთო-მ გამოაგზავნა დაახლოებით 200 დამკვირვებელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მეორე ტური იყო კონკურენტული და კანდიდატებს თავისუფალად შეეძლოთ კამპანიის ჩატარება, მაგრამ ჩვენ უნდა აღვნიშნოთ უარყოფითი ხასიათი საინფორმაციო კამპანიის, რომელიც ძირს უთხრიდა პროცესს. რეგულაციების ნაკლებობა გარკვეულ სამართლებრივ ბუნდოვანებას ქმნიდა. მკაცრი რიტორიკა, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, რომელმაც წაშალა ხაზი სახელმწიფოსა და პარტიას შორის, მძაფრი პოლარიზაცია, მიკერძოება საჯარო მაუწყებლისგან, ვერ უზრუნველყოფდა ობიექტურობას“,- განაცხადა ვიგენინიმ.

მისივე თქმით, არჩევნების დღეს ამომრჩევლის აქტიურობა იყო მაღალი, თუმცა ამან გააძლიერა ეჭვები გარკვეული დაშინების შესახებ.

„არჩევნების დღეს ამომრჩევლებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში და დადებითად შეფასდა ეს პროცესი, თუმცა ამან გააძლიერა ეჭვები დაშინების შესახებ. არჩევნები უნიკალური იყო, არამხოლოდ ორრაუნდიანობის გამო, არამედ ეს ბოლოჯერ ხდება, რომ ქართველი ხალხი ირჩევს სახელმწიფო მეთაურს პირდაპირი და ფარული კენჭისყრის მეშვეობით. ყველა კითხვა დაკავშირებული წინასწარ შეფასებასთან უნდა გადაიჭრას ხელისუფლების მიერ დაუყოვნებლივ. ეს ეხება დაფინანსების წესებს, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას. ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს, რომ გაუმჯობესდეს საარჩევნო პროცესი, გაძლიერდეს დემოკრატია ამ ქვეყანაში“,- განაცხადა ვიგენინმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ ავლაბრის სასახლეში შესვლას არ აპირებს და პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე იქნება
შემდეგი სტატიამნიშვნელოვანია, რომ ზურაბიშვილმა განახორციელოს ის პოლიტიკა, რასაც პარლამენტი განსაზღვრავს