სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის ბატონის სასახლის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე სპეციალისტები მუშაობენ

არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის ბატონის სასახლის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე სპეციალისტები მუშაობენ.

როგორც თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, გურამ ურჩუხიშვილმა განაცხადა, ინაუგურაცია სავარაუდოდ, გალავნის აღმოსავლეთ ნაწილში გაიმართება.

„კომისიის წარმომადგენლები არიან ჩამოსული და უკეთესად დაადგენენ ზუსტად სად იქნება ინაუგურაცია. მიდის ადგილის შერჩევა. ცერემონია ალბათ, უფრო აღმოსავლეთ ნაწილში გაიმართება, ვინაიდან ყველა ძეგლი აქეთ არის განთავსებული. უფრო მეტი დატვირთვა აქვს ამ მონაკვეთს, ვიდრე დასავლეთ ნაწილს. ის, რაც საჭიროა ინაუგურაციაზე, ეს ტერიტორია ალბათ, დაიტევს“, – განაცხადა მუზეუმის დირექტორმა.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიგორის ცენტრალურ სკვერში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში არქეოლოგები ჩაერთვნენ
შემდეგი სტატიაინაუგურაცია ელეგანტური, დეკორაცია კი გარემოსთან ორგანული იქნება – ჩვენს კულტურაში ყოველთვის იყო დაცული ზომიერება და ღვთაებრივი სისადავე