გორის ცენტრალურ სკვერში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში არქეოლოგები ჩაერთვნენ

გორის ცენტრალურ სკვერში მიმდინარე სამუშაოებში არქეოლოგები ჩაერთვნენ. სამუშაოები მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობს. ადგილზე არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ვახტანგ ლიჩელი ჩავიდა, რომელმაც სამართალდამცველებს კონკრეტული რჩევები მისცა.

„ჩემი კონსულტაციები ეხებოდა იმას, მეთოდოლოგიურად რამდენად სწორად მიმდინარეობს სამუშაოები, ხომ არ არის შეცდომის დაშვების რაიმე ალბათობა. ყველაფერი კეთდება ძალიან სკულპულოზურად, ძალიან დეტალურად, ექსპერტები თავზე ადგანან ყველა მუჭა მიწას“- აცხადებს ლიჩელი.

შეგახსენებთ გორის პარკში თითქმის ერთი თვეა 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარს ეძებენ. ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოების ჩატარება, მოზარდი გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის ჩვენების საფუძველზე დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიძარცვა პოლიციის სახელით ბათუმში მდებარე ჰოსტელში – დაკავებული ორი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის ბატონის სასახლის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე სპეციალისტები მუშაობენ