სალომე ზურაბიშვილი : უშიშროების საბჭო უნდა იყოს იქ, სადაც არის რეალური ძალაუფლება

პრეზიდენტის ინიციატივას, ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგიის, შესახებ შეფსებები უკვე მოჰყვა ახალ საკანონმდებლო ორგანოში. პარლამენტრის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში უნდა გადაწყდეს უშიშროების საბჭოს საკითხი, ვინაიდან მისი თქმით, ქვეყანაში მოქმედებს ორი უშიშროების საბჭო, რაც დაუშვებელია. რაც შეეხება საფრთხეებს, ზურაბიშვილის შეფასებით, ჩვენი სტრატეგია მხოლოდ რუსეთზეა ფოკუსირებულიი:

“ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ არსებობს ორი უშიშროების საბჭო, რაც ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს და პირველი ეს უნდა გადაწყდეს, სად იქნება, სადაც არის რეალური ძალაუფლება იქ უნდა არსებობდეს უშიშროების საბჭო და უშიშროების საბჭომ უნდა დამტკიცოს ჩვენი ახალი ხედვები. .. ჩვენი სტრატეგია  ფოკუსირებულია მხოლოდ რუსეთზე, ცოტა უნდა გავაფართოვოთ ჩვენი ხედვა” განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

banner
წინა სტატიაშიცესკოს თავმჯდომარემ პარლამენტს არჩევნების შედეგები გააცნო
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი : საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მასობრივად გაყალბდა!