ცესკოს თავმჯდომარემ პარლამენტს არჩევნების შედეგები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ პარლამენტს, საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააცნო. მან პარლამეტს, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციაც (საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების მასალები, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ) წარუდგინა, რომელიც დროებით სამანდატო კომისიას გადასცა.

თავის მხრივ, დროებითი სამანდატო კომისია აღნიშნულ დოკუმენტაციას შეისწავლის და შედეგებს პარლამენტს მოახსენებს.

ამის შემდეგ კი, დღის წესრიგში პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი დადგება. უფლებამოსილებას პარლამენტი დადგენილებით ცნობს.

პარლამენტი უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუკი პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება იქნება ცნობილი.

ამის შემდეგ პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ. წინა მოწვევის პარლამენტს კი, უფლებამოსილება შეუწყდება.

ამ დროისთვის პარლამენტის სხდომაზე ერთსაათიანი შესვენება გამოცხადდა, რა პერიოდშიც დროებითი სამანდარო კომისია ცესკოს მიერ მიწოდებულ მასალებს გაეცნობა და შედეგებს პარლამენტს მიაწვდის.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის პირველ სხდომას, 150 დეპუტატიდან, 141 დეპუტატი ესწრება
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი : უშიშროების საბჭო უნდა იყოს იქ, სადაც არის რეალური ძალაუფლება