შალვა ნათელაშვილი : საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მასობრივად გაყალბდა!

საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მასობრივად გაყალბდა! ხელისუფლება უზურპირებული, პარლამენტი კი არალეგიტიმურია.
გადაუდებლად დასაწყებია რეჟიმისადმი სახალხო წინააღმდეგობის ორგანიზება. ისინი არასოდეს დათმობენ ძალაუფლებას არჩევნებით.
იცოდეს ქვეყანამ და მსოფლიომ! მილიარდერი ივანიშვილი მრავალი წელია იხდის მილიონებს, რათა ლეიბორისტული პარტია არ დაუშვას საკანონმდებლო ორგანოში. ამჯერადაც, ზუსტად ასე მოხდა.
ევროპის სასამართლოში შესაბამისი აპელაცია გაგზავნილია. ჰააგის ტრიბუნალმა უკვე მიიღო ჩვენი სარჩელი.
ვთხოვ საერთაშორისო ორგანიზაციებს, თვითმარქვია საპარლამენტო დელეგაციებს შეუჩერონ ხმის უფლება. ვიწყებთ გამყალბებელთა შავი სიის შედგენას ყველა დონეზე, რათა ამ პირებს დაედოთ სავიზო სანქციები.
გამოვიღვიძოთ! სამშობლო საფრთხეშია.- განაცხადა შალლვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი : უშიშროების საბჭო უნდა იყოს იქ, სადაც არის რეალური ძალაუფლება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის მხრიდან ჩვენ მოველით უფრო მეტ თანმიმდევრობას და უფრო მეტ სიმტკიცეს“- ბოკერია