სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნების მოთხოვნა იმასაც ნიშნავს, რომ ვისაც შეუძლია, გვეხმარებოდეს დეოკუპაციის გზით სვლაში

ჩვენი მოთხოვნა, საქართველო დაბრუნდეს საერთაშორისო დღის წესრიგში იმასაც ნიშნავს, რომ ყველა, ვისაც შეუძლია, რამე მოიფიქროს, ფიქრობდეს საქართველოზე და გვეხმარებოდეს დეოკუპაციის გზით სვლაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ, „შტაინმაიერის ფორმულასთან“ დაკავშირებით კითხვაზე.

მისი თქმით, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში გერმანიის პრეზიდენტის რანგში ჩამოვიდა.

„ვადასტურებ, რომ ბატონი პრეზიდენტი ჩამოვიდა პრეზიდენტის რანგში და არა, ფორმულებით. თუმცა ერთ რამეს ვიტყვი, ვისურვებდი, რომ ჩვენს სიტუაციასთან მიმართებაში, ძალიან ბევრი ჩვენი პარტნიორი, ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდეს ფორმულებზე, რადგან თუ ჩვენ არ ვეძებეთ გამოსავალი, ვიქნებით ამ სტატუსკვოს მსხვერპლი. ამიტომ ჩვენი მოთხოვნა, დღის წესრიგში დაბრუნდეს საქართველო, ამასაც ნიშნავს, რომ ყველა, ვისაც შეუძლია, რამე მოიფიქროს, ფიქრობდეს საქართველოზე, ფიქრობდეს ჩვენს მომავალზე და გვეხმარებოდეს დეოკუპაციის გზით სვლაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადებებისას, პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად გერმანიის პრეზიდენტმა განაცხადა: „კონკრეტული ინიციატივითა თუ წინადადებით ამჯერად ნამდვილად არ ჩამოვსულვართ“.

banner
წინა სტატიაშივანო ზარდიაშვილმა საქართველოს პარლამენტი დატოვა
შემდეგი სტატიაფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრაზე ყველა იმ საკითხზე ვისაუბრეთ, რომელიც დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას ეხება