ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრაზე ყველა იმ საკითხზე ვისაუბრეთ, რომელიც დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას ეხება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრაზე ყველა იმ საკითხზე ისაუბრეს, რომელიც დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას ეხება.

მისი თქმით, ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს ჰქონდა საშუალება, სხვადასხვა საკითხის მიმართ თავისი დამოკიდებულება გამოეხატა.

„ვისაუბრეთ საარჩევნო სისტემის ცვლილებებზეც. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩვენი ურთიერთობები იქნება უფრო ფართომასშტაბიანი და სიღრმისეული. გერმანული საზოგადოება მზადაა ამისთვის და არა მხოლოდ პოლიტიკური ისტებლიშმენტი. ასე რომ, ვფიქრობ, კარგი და საქმიანი შეხვედრა იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გერმანიის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად საქართველოს გუშინ ეწვია. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დღეს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს. გერმანიის პრეზიდენტიდელეგაციასთან ერთად გმირთა მოედანს ეწვია და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ამასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ქართულ-გერმანულ ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას, შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და ამით გერმანიის პრეზიდენტის რანგში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტის პირველი დღე დასრულდება. შემდეგ სტუმარი კახეთში გაემგზავრება, სადაც სახელმწიფო ვახშამი პირველად გაიმართება. ხვალ ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერი კონფლისქტისპირა სოფლებს ესტუმრება, ასევე დაგეგმილია კულტურული ტური.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – საქართველოს საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნების მოთხოვნა იმასაც ნიშნავს, რომ ვისაც შეუძლია, გვეხმარებოდეს დეოკუპაციის გზით სვლაში
შემდეგი სტატიასხვადასხვანაირად მნათლავენ ხოლმე, მაგრამ ნაწილი ვარ კულტურულად ქრისტიანული მიმდინარეობის- გიგა ბოკერია