სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას უპრეცედენტო ნაბიჯად მიიჩნევს

news
ავტ.: news აგვისტო 16, 2016 11:43

სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას უპრეცედენტო ნაბიჯად მიიჩნევს

მნიშვნელოვანი

  • სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, მთაწმინდაზე მის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი, უპრეცედენტო ნაბიჯად აფასებს.

სხვა სტატიები

სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, მთაწმინდაზე მის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი, უპრეცედენტო ნაბიჯად აფასებს.

სალომე ზურაბიშვილი “ფეისბუქის” გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

„რომ ვთქვა, არ ველოდებოდი “ოცნების” გადაწყვეტილებას, მაშინ თქვენთან მთლად გულწრფელი არ ვიქნებოდი. იმის შემდეგ, რაც ჩემი გეგმები გავუზიარე პრემიერს, ასეთ გადაწყვეტილების იმედიც და მოლოდინიც მქონდა, თუნდაც მარტივ ლოგიკიდან გამომდინრე და სწორ გათვლის შედეგად. თუმცა, გარანტია არ არსებობდა იმისი, რომ “ოცნება” თავისი ალტერნატიულ კანდიდატურას არ დააყენებდა პირველივე ტურზე, როგორც ბუნებრივია პარტიულ ცხოვრებაში.

პრემიერის განცხადებით ძალიან გახარებული დავრჩი და არა მხოლოდ ჩემი პირადი მიზნებიდან გამომდინარე.

ასეთი გადაწყვეტილება მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯად ჩაითვლება ქართულ პოლიტიკაში: პარტია დამოუკიდებელ და ზოგჯერ საკმაოდ კრიტიკულ, ყოველთვის თავისუფალ პიროვნებას ” უთმობდეს” ბრძოლის ველს, ნამდვილად სიახლეა ქართულ ცნობიერებაში და აქამდე დამკვიდრებულ პოსტსაბჭოთა ცნობირებაში.

მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მდგომარეობს იმაში, რომ ამ ნაბიჯის გამართლება მე კი არ ვარ და ჩემი წარსული, თუ გამოცდილება, არამედ ქართული ემიგრაცია. ძალიან ვამაყომ იმით, რომ მის წარმომადგენლად ასეთი ფორმით მაღიარეს. პირველად ამ ნაბიჯით ემიგრაციის ინტერესების, უფლებების და პოლიტიკური წონის აღიარება მოხდა, სხვა პარტიების სრულ დუმილის ფონზე.
ასეთი სრულიად ახალი მიდგომა ჩემთვის დამაიმედებელია და ამავდროულად ყველაზე საპასუხისგებლო”, – აღნიშნულია განცხადებაში.

news
ავტ.: news აგვისტო 16, 2016 11:43