ცენტრალურმა საარჩევნო კომისისამ ბედუკაძის პარტია “ცენტრისტები” რეგისტრაციიდან მოხსნა

ცესკო-ს წინასწარი ინფორმაციით, 64-დან უკვე დათვლილია 37 უბნის მონაცემები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბედუკაძის პარტია ცენტრისტები რეგისტრაციიდან მოხსნა. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ საჯარო რეესტრის პრეტენზიები ცესკო-ს მიმართ უსაფუძვლოა, რადგან ცესკო-ს არ ევალება შეისწავლოს პარტიის ხელმძღვანელ პირთა არჩევისა და უფლებამოსილების კანონიერების საკითხი.

ცენტრისტების რეგისტრაციიდან მოხსნასა და მათი საქმიანობის გაუქმებას არაერთი პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს. ხმაური ბედუკაძის პარტიის ირგვლივ მას შემდეგ ატყდა, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ცენტრისტების წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლი გავიდა. კლიპში ბედუკაძის პარტია ამომრჩევლებს რუსულ პენსიებს, ორმაგ მოქალაქეობასა და ქვეყანაში რუსული ბაზების შემოყვანას სთავაზობდა.

banner
წინა სტატიაშიუსუფაშვილს დაუყენეს ლევან გოგიჩაიშვილი – რადგან ბანდიტი იყო და ციხეში ნაჯდომია, კარგი ვაჟკაცი იქნება? რა ლაპარაკია ეს?
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას უპრეცედენტო ნაბიჯად მიიჩნევს