“გირჩის” წევრების პოლიტიკაში არსებობა მიუღებელია, შესაბამისად, კანდიდატურას ვხსნი”

“ახალი საქართველოს” რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატმა, ალექსანდრე კობაიძემ კანდიდატურა მოხსნა.

შესაბამისი გადაწყვეტილება კობაიძემ “პირველ პრესკლუბში” გაახმაურა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც კანდიდატურის მოხსნა გადაწყვიტა.

“მქონდა შემოთვაზება რუსთავში გიორგი ვაშაძის პარტიიდან, რომ კენჭი მეყარა მაჟორიტარ კანდიდატად. აღნიშნულ წინადადებაზე სერიოზულად ვფიქრობდი და მიმაჩნდა, რომ შესაძლებელი იყო, რუსთაველებისთვის ძალიან დიდი სიკეთე მომეტანა, თუმცა ერთი კვირის წინ, მოხდა ბლოკის შექმნა, სადაც “ახალი საქართველო”, “მემარჯვენეები” და “გირჩი” გაერთიანდნენ და შესაბამისად, აღნიშნული ბლოკის საფუძველზე წარმოიქმნა ერთი საარჩევნო სუბიექტი, რომელიც ჩემთვის არ არის მიმზიდველი.

ის იდეოლოგია, რომელიც “გირჩს” აქვს, მიუღებელია. ასევე, კატეგორიულად მიუღებელია იმ პიროვნებების არსებობა დღევანდელ პოლიტიკაში, რომლებიც ამ პარტიის სათავეში არიან. შესაბამისად, გადავწყვიტე, ჩემი კანდიდატურა მოვხსნა.

ბოდიშს ვუხდი რუსთაველებს, რომლებსაც სუდათ, მათი ხმა ვყოფილიყავი პარლამენტში. ვერ ვიქნები ის ადამიანი, რომელიც ასეთი კონფიგურაციით იქნება წარმოდგენილი.

წარმატებას ვუსრვებ გიორგი ვაშაძეს, თუმცა წარმოუდგენელია, იმ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებიც გაერთიანდნენ, წარმატებას მიაღწიონ.

ეს ადამიანები წლების განმავლობაში ხელისუფლებაში იყვნენ მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებები ირღვეოდა”, – განაცხადა კობაიძემ “პირველ პრესკლუბში”.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას უპრეცედენტო ნაბიჯად მიიჩნევს
შემდეგი სტატია“გული მეთანაღრება, რომ ამ არარაობას ამდენი დრო დავუთმეთ “- გია ვოლსკი ბედუკაძეზე