სალომე ზურაბიშვილი : გაერო-ს გენერალურმა მდივანმა უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს

ყველა მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგია ის, რომ დღემდე ვინარჩუნებთ სხვებთან შედარებით დაბალ მაჩვენებლებს და ვიმსახურებთ მაღალ საერთაშორისო შეფასებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამ შედეგების მაგალითია გუშინდელი მისი საუბარი გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიარეშთან.

„გაერო-ს გენერალურმა მდივანმა უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს კერძოდ, ხაზი გაუსვა იმას, რომ სწორედ წინმსწრებით მიღებულმა ზომებმა განაპირობა პირველ ეტაპზე მიღწეული წარმატებები. ამითი ყველა უნდა ვამაყობდეთ. თუმცა ახლა, როცა პიკის ფაზაში შევდივართ, ასეთი შეფასებების მიუხედავად თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ, მოდუნება არ შეიძლება, პირიქით, ყველამ ვიცით, რომ დაწყებული შიდა გავრცელება სიტუაციის უფრო დამძიმებას გამოიწვევს, მთავარია, შიდა გავრცელების ზრდის ტემპი დარჩეს კონტორლქვეშ და ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს, მთავარია, ყველა მძიმე პაციენტის მკურნალობა იყოს შესაძლებელი, მათთვის ადგილები იყოს, როგორც აქამდე შევძელით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე უმრავლესობას – საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ დოკუმენტს მხარს არ დავუჭერთ და პასუხისმგებლობას თქვენ გაკისრებთ
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – არ შეიძლება, თავდადებული ბრძოლის მიუხედავად, ექიმების მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი განცხადებები