სალომე ზურაბიშვილი – არ შეიძლება, თავდადებული ბრძოლის მიუხედავად, ექიმების მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი განცხადებები

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის საშუალებით, შესაძლებელი გახდა პირველ ეტაპზე ვითარების მაქსიმალურად გაკონტროლება და ქვეყნის დაცვა უკიდურესი გართულებებისგან.

როგორც ზურაბიშვილმა პარლამენტში განაცხადა, ვითარების მაქსიმალური გაკონტროლება შესაძლებელი გახდა ერთი მხრივ მთავრობის დროული და ეფექტური ნაბიჯებით, ყველა უწყების კოორდინირებული მუშაობით, ხოლო მეორე მხრივ ექიმების დაუღალავი ძალისხმევით.

„ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ამ დარბაზში შევიკრიბეთ და საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. საგანგებო მდგომარეობის საშუალებით, ჩვენ შევძელით პირველ ეტაპზე, ვითარების მაქსიმალურად გაკონტროლება და ქვეყნის დაცვა უკიდურესი გართულებებისგან. ეს ერთი მხრივ მთავრობის დროული და ეფექტიანი ნაბიჯების ყველა უწყების კოორდინირებული მუშაობის და მეორეს მხრივ ჩვენი ექიმების დაუღალავი ძალისხმევის პირდაპირი შედეგია“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განმარტებით, ამ ფონზე ექიმების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები მიუღებელია.

„ამიტომ მე მგონია, არ შეიძლება, რომ ამ დროს ექიმების და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდადებული ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი განცხადებები. ეს ჩვენ არ გვეკადრება. ყველა მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგია ის, რომ დღემდე ვინარჩუნებთ სხვებთან შედარებით დაბალ მაჩვენებლებს და ვიმსახურებთ მაღალ საერთაშორისო შეფასებას“ , – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი : გაერო-ს გენერალურმა მდივანმა უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს
შემდეგი სტატიაპოპულიზმისა და ცრუ დაპირებების დრო არ არის, კრიზისიდან გამოსვლა ყველა ქვეყანაში მძიმე და რთული იქნება