რომან გოცირიძე უმრავლესობას – საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ დოკუმენტს მხარს არ დავუჭერთ და პასუხისმგებლობას თქვენ გაკისრებთ

არ ვენდობით უკვე მთავრობას. ჩვენ დღეს ამ დოკუმენტს მხარს არ დავუჭერთ და პასუხისმგებლობას თქვენ გაკისრებთ, ვინაიდან ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული ,-ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძის თქმით, მთავრობას დღეს საგანგებო მდგომარეობის დამტკიცების კენჭისყრამდე უნდა წარმოედგინა საგანგებო ბიუჯეტი და ეკონომიკური ხედვა. მისივე თქმით, „პარასკევს იქნება ფილოსოფიური მოსაზრებები 3 მილიარდის შესახებ, რომელიც ბუნებაში არ არსებობს“ და შეიძლება სამი მილიარდი შემოვიდეს საქართველოში, ოღონდ ამას ორი წელი დასჭირდეს.

„უნდა შეგახსენოთ, რომ როდესაც საგანგებო მდგომარეობას მხარი დავუჭირეთ ჩვენ თქვენთან ერთად გავიზიარეთ პასუხისმგებლობა და როდესაც ვამბობთ, რომ დღეს ჩვენ მას მხარს არ დავუჭერთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად თქვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ვტოვებთ ჩვენ ამ რეჟიმს. თქვენ საკმარისი ხმა გაქვთ და საგანგებო მდგომარეობა დღეს პარლამენტში ჩვენს გარეშეც იქნება დამტკიცებული, მაგრამ ჩვენთან ერთად რომ ყოფილიყო, მას სხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი დატვირთვა ექნებოდა. თქვენ ეს არ მოინდომეთ. რატომ წარადგენთ ეკონომიკურ გეგმას პარასკევს და არა დღეს, რაიმე წყდება ამ ორ დღეში? ეს იყო ჩვენი მოთხოვნა, თუ რას უპირებდით ეკონომიკას და სახლში გამოკეტილ მილიონამდე ადამიანს. ჩვენ ვერ გავიგეთ რას აპირებდა მთავრობა. კიდევ უფრო დიდი ეჭვები გაჩნდა როდესაც გუშინ მთავრობის პოზიცია მოვისმინეთ, თურმე ბიუჯეტის წარმოდგენასაც კი არ აპირებთ. არათუ გეგმასაც კი არ აპირებთ, იქნება პროექტი, რაღაც იდეების მონახაზი. ეს იდეები ჩვენ მოვისმინეთ და სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი პროპაგანდისტული იყო. მაგალითად, პრემიერ-მინისტრის განცხადებაა, რომ 1.5 მილიარდი შემოვა უცხოური დახმარების სახით წლის ბოლომდე, საქართველოს დაეხმარებიან უცხოეთში ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის ხელისუფლების დამსახურება და მათი მარიფათით ბევრი მივიღეთ“,-განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 102 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი : გაერო-ს გენერალურმა მდივანმა უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს