სალომე სამადაშვილის განცხადებით, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების ნდობა დაკარგული აქვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, არჩევნების შედეგებმა ნათლად აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების ნდობა სრულიად დაკარგული აქვს.

როგორც ჟურნალისტებს სამადაშვილმა განუცხადა, დადებული შედეგი საზოგადოების დამსახურებული პასუხია იმაზე, რასაც ექვსი წლის განმავლობაში უყურებენ.

„ქვეყანაში არათუ არანაირი პროგრესი არ არის, არამედ მოქალაქეების ცხოვრება დღითიდღე უარესდება. სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემა გამოწვევების წინაშე დგას. ცვლილებებისთვის საჭიროა ხელისუფლების შეცვლა, რადგან ხელისუფლებას ცვლილებების განხორციელების არანაირი რესურსი არ აქვს. სალომე ზურაბიშვილის საქციელი არათუ არ შეეფერება ევროპული პოლიტიკოსის საქციელს, არამედ შევაფასებდი, როგორც ადამიანის არაადეკვატურ რეაქციას, რომელსაც პრეტენზია აქვს, ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს”, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიimereti news მუშაობას წყვეტს – სააგენტოს მფლობელს გუბერნატორის და მერის მოადგილეები ემუქრებიან
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა : „ევროპული საქართველო“ ასრულებს EPP-ის ფარგლებში აღებულ ვალდებულებას და ემზადება მეორე ტურისთვის