imereti news მუშაობას წყვეტს – სააგენტოს მფლობელს გუბერნატორის და მერის მოადგილეები ემუქრებიან

საინფორმაციო სააგენტო imereti news-ის მფლობელს იმერეთის გუბერნატორის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი და მერის მოადგილე გიორგი იობაშვილი ემუქრებიან. განცხადება ამის შესახებ თავად სააგენტოს მფლობელმა, კოტე ცირეკიძემ გააკეთა.

მან სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ იმერეთის გუბერნატორის მოადგილე და მერის მოადგილე მას და მის ოჯახს დაემუქრნენ, მუქარის მიზეზი კი საინფორმაციო სააგენტო გახდა:

“ჩემ ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, იძულებული ვარ დროებით შევაჩერო “იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს”-imereti.news ფუნქციონირება. ამის მიზეზი გახდა ქუთაისის ვიცე-მერის, გიორგი იობაშვილისა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილის, გრიგოლ დალაქიშვილის მიერ ჩემ მიმართ ასევე, დედაჩემისა და სააგენტოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ გაჟღერებული პირდაპირი, თუ ირიბი მუქარები. მანამ სანამ ეს ადამიანები რჩებიან თანამდებობებზე, საიდანაც შეწევთ ძალა, ზიანი მომაყენონ მე, ჩემი ოჯახის წევრებსა და სააგენტოს თანამშრომლებს, არ მაქვს მორალური უფლება სააგენტოს ფუნქციონირებისა,” – განმარტავს კოტე ცირეკიძე გავრცელებულო განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“თუ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების”- გედევან ფოფხაძე
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილის განცხადებით, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების ნდობა დაკარგული აქვს