გიგი უგულავა : „ევროპული საქართველო“ ასრულებს EPP-ის ფარგლებში აღებულ ვალდებულებას და ემზადება მეორე ტურისთვის

„ევროპული საქართველო“ ასრულებს EPP-ის ფარგლებში აღებულ ვალდებულებას და ემზადება მეორე ტურისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

გიგი უგულავას თქმით, დღეს პარტია პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს.

„ვიმსჯელებთ, როგორ უნდა მოემზადოს პარტია მეორე ტურისთვის. ჩვენ საჯარო მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ოპოზიციის კანდიდატს, რომელიც გავიდა მეორე ტურში – ბატონ გრიგოლ ვაშაძეს. ახლა ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ მხარდაჭერის ფორმებზე. ჩვენ გუშინ შევთავაზეთ სხვა პარტიებს, რომ შეიქმნას საკოორდინაციო შტაბი და შესაბამისად, იმისათვის, რომ უფრო ეფექტური იყოს მუშაობა. ჩვენ ველოდებით კოლეგების გამოხმაურებას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობამ დაღუპა თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ და დღეს – „ქართული ოცნება“.

„ქვეყანა უნდა მოვამზადოთ ახალი პოლიტიკური რეალობისთვის და ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც „ევროპული საქართველო“ გააკეთებს აქცენტს, ეს არის კონსტიტუციაში ცვლილება, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით. ეს არის ერთადერთი გარანტია და თავის დაზღვევა იმისგან, რომ არც ერთი მომდევნო მთავრობა არ ჩავარდება იმ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ ჩავვარდით, თუნდაც 2012 წელს და როგორშიც ჩავარდა „ქართული ოცნება“ 2018 წელს. უნდა დავივიწყოთ პოლიტიკური წყევლა – საკონსტიტუციო უმრავლესობა, საკონტიტუციო უმრავლესობამ დაღუპა თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ და საკონსტიტუციო უმრავლესობამ დაღუპა დღეს „ქართული ოცნება“. ამ შემთხვევაში, პარტიების დაღუპვაზე არ არის საქმე, გვინდა, რომ ეს მოჯადოებული წრე გაიხსნას და ქვეყანა განვითარების გზაზე გავიდეს. ამისათვის მთავარი პოლიტიკური წინაპირობაა, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილის განცხადებით, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების ნდობა დაკარგული აქვს
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრს თავს დაესხნენ