სალხინოში ავტომობილი 15 წლის ველოსიპედისტს დაეჯახა, მოზარდი გარდაიცვალა

ხუთშაბათ საღამოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარტვლის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში. ავტომანქანა 15 წლის მოზარდს დაეჯახა, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. დაკავებულია მსუბუქი მანქანის მძღოლი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ღრმა მწუხარებას გამოვხატავ გამოჩენილი მსახიობის გოგი ხარაბაძის გარდაცვალების გამო. მის მიერ შექმნილმა დაუვიწყარმა სახეებმა ქართულ კულტურულ საგანძურში დაიმკვიდრეს ადგილი