გაფიცვას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე უარს ამბობენ

გაფიცვას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე უარს ამბობენ.

“ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, კერძოდ, რუსული და ოფშორული კანონების მიღება, მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევა, დაკავება და ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ანგარიშსწორება გვაიძულებს შევუერთდეთ საერთო სტუდენტურ ინიციატივას და მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ფორმას – უარი ვთქვათ აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელი საქართველოს უდიდეს დანაკარგს გულისხმობს და არავინ არ უნდა გაჩერდეს, ჩვენ ვიღებთ ხმას,რადგან ჩვენ სტუდენტები ვართ,ჩვენ არ ვივიწყებთ წარსულს და ჩვენ არ უგულებელყოფთ საქართველოს მომავალს.

მივმართავთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, და ჩვენთვის პატივცემულ ლექტორ-პროფესორებს, ახლა, როცა საფრთხე ემუქრება სახელმწიფოს დემოკრატიასა და ევროინტეგრაციის პროცესს, როცა საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენგან პასუხს ელის, როცა ხელისუფლება რეპრესიებით გვემუქრება, აღარ არის აუდიტორიაში ყოფნის დრო, გთხოვთ შემოგვიერთდეთ. ვუერთდებით საერთო სტუდენტურ-სახალხო პროტესტს რუსთაველის გამზირზე და ვწყვეტთ აკადემიურ პროცესს რუსული კანონის გაწვევამდე.

ვერანაირი ძალა ვერ აღუდგება ახალგაზრდულ სულისკვეთებას,ერთიანობას,თავისუფლებისთვის ბრძოლას – ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას, ჩვენ არ გვეშინია”, – აცხადებენ სტუდენტები.

ამ ეტაპზე 15-მდე უნივერსიტეტის სტუდენტი გაიფიცა და აუდიტორიაზე სწავლების განახლებაზე უარი განაცხადა.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი: წუხელ ჩვენმა ხალხმა ივანიშვილის პროპუტინისტური რეჟიმი გადააყენა
შემდეგი სტატიასაქართველოს საელჩომ ისრაელში აქციის მონაწილეებს პოლიცია გამოუძახა