ნათელაშვილი: წუხელ ჩვენმა ხალხმა ივანიშვილის პროპუტინისტური რეჟიმი გადააყენა

წუხელ ჩვენმა ხალხმა ივანიშვილის პროპუტინისტური რეჟიმი გადააყენა, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გონიერება გამოიჩინოს და ხელისუფლება მშვიდობიანად დათმოს.

ნათელაშვილი არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობის შექმნის აუცილებლობაზეც საუბრობს.

წუხანდელი გამოსვლა ეს იყო საკაცობრიო მოვლენა, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა. წუხელ ჩვენმა ხალხმა ივანიშვილის პროპუტინისტური რეჟიმი გადააყენა. ხელისუფლებას, პრაქტიკულად, დაკარგული აქვს ორგვარი ლეგიტიმაცია. ახლა უკვე მათ ჭკუაზეა, თუ დარჩათ ასეთი, რამდენად მშიდობიანად, დემოკრატიულად, ევროპულად გაგვეცლებიან. საჭიროა, დაუყოვნებლივ გადაყენებული იქნას მთელი მთავრობა, შეიქმნას ტექნიკური არაპარტიული მთავრობა, რომელიც მოამზადებს საფუშველს დემოკრატიული არჩევნებისთვის. ჩვენი ხალხი არასდროს შეეგუება მჩაგვრელ რეჟიმს, რომელსაც სურს, ქვეყანა ჩააბაროს ოკუპანტს, – ამბობს შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშირუსთაველის გამზირი გადაიკეტა
შემდეგი სტატიაგაფიცვას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე უარს ამბობენ