რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. გამზირზე შეიკრიბნენ რუსული კანონის მოწინააღმდეგეები, რომლებიც ღამეს გაათევენ.

ისინი რუსული კანონის გაწვევას ითხოვენ.

პარლამენტი მუშაობას დილის 9:00 საათზე რუსული კანონის განხილვით დაიწყებს.

“ვრჩებით ღამით, რადგან 13 მაისის დილას, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა, მესამე მოსმენით კენჭისყრის მოსამზადებლად.

ქვეყნის სიყვარულში ჩვენი დაუღალავი ერთობით – გავათენოთ ღამე ერთად და დილით, არ მივცეთ საშუალება ოცნების დეპუტატებს აუღელვებლად შევიდნენ პარლამენტის შენობაში და გააგრძელონ ხალხის ნების, ევროკავშირისა და კონსტიტუციის საწინაღმდეგო მოქმედება”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

banner
წინა სტატიაშითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გაფიცვას სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები უერთდებიან
შემდეგი სტატიანათელაშვილი: წუხელ ჩვენმა ხალხმა ივანიშვილის პროპუტინისტური რეჟიმი გადააყენა