საკრუიზო ლაინერ “დაიმონდ პრინცესზე” კარანტინი დასრულდა

საკრუიზო ლაინერ “დაიმონდ პრინცესზე”, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა იაპონიის სანაპიროსთან დგას, კარანტინი დასრულდა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პირებს, რომლებსაც კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი შედეგი ექნებათ გემის დატოვების უფლება ექნებათ. იმ მგზავრებს კი, რომლებსაც კორონავირუსით დაიმფიცირებულ პირებთან კონტაქტი ჰქონდათ კარანტინში დარჩენა კიდევ რამდენიმე დღით მოუწევთ.

შეგახსენებთ, საკრუიზო ლაინერი “დაიმონს პრონცესი” იაპონიის სანაპიროსთან 3 თებერვლიდან იმყოფება. ლაინერზე კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ერთ-ერთ მგზავრს კორკავირუსი დაუდგინეს. ამის შემდეგ კორონავირუსი გემზე მყოფ 500-მდე ადამიანს დაუდგინდა. საკარანტინო პერიოდის დასრულებამდე რამდენიმე ქვეყანამ საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი ქალთა მიმართ ძალადობაზე: სახელმწიფოს ფრაგმენტული ძალისხმევა საკმარისი არ არის
შემდეგი სტატიადავით ფაცაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა