ომბუდსმენი ქალთა მიმართ ძალადობაზე: სახელმწიფოს ფრაგმენტული ძალისხმევა საკმარისი არ არის

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქმრების/ყოფილი ქმრების მიერ ქალების მკვლელობებს ეხმაურება.

“ჩვენი მონაცემებით, მხოლოდ 2020 წელს ოჯახში ძალადობის პირობებში 3 ქალი მოკლეს და 3 ქალის მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი…

არ არის საკმარისი ის ფრაგმენტული ძალისხმევა, რაც სახელმწიფოს მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის ხორციელდება! ასევე, მეტია გასაკეთებელი განათლების, საზოგადოებაში მყარად გამჯდარი სტერეოტიპების შეცვლის, მსხვერპლთა მხარდაჭერისა და ეკონომიკური გაძლიერების, ფემიციდის ფაქტების გენდერულად მგრძნობიარე მიდგომებით გაშუქების მიმართულებით ”- განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ გუშინ კიდევ ერთი ქალი სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში ქმარმა მაშინ მოკლა, როცა განქორწინების პროცედურა იწყებოდა.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის მერია „სითი პარკის“ მიერ მოქალაქეებისთვის დაკისრებული 850 ათასი ლარის ჯარიმების ჩამოწერას გეგმავს
შემდეგი სტატიასაკრუიზო ლაინერ “დაიმონდ პრინცესზე” კარანტინი დასრულდა