საკრებულოსთან დაკავებული ენმ-ს წევრების სასამართლო 27 ოქტომბრისთვის გადაიდო

თბილისის საკრებულოსთან დაკავებული პირების სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო. ამჯერადაც პროცესის გადადების მიზეზი მტკიცებულებების არ ქონა გახდა. მოსამართლემ ბრალდების მხარეს წინა სასამართლო სხდომაზე, აქციის ამსახველი სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერების წარდგენა მოსთხოვა.

ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ რამდენიმე ტელეკომპანიისგან მათ გამოითხოვეს ვიდეო მასალები, თუმცა მათი გაშიფრვა ვერ შეძლეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს დილიდან აცხადებდნენ, რომ ბრალდების მხარე მტკიცებულებების წარდგენას, რომელიც დაკავებულთა ბრალეულობას დაადასტურებდა, ვერ შეძლებდა.

„პროკურატურამ ვერ შეძლო ტელევიზიებიდან ამოღებული 2 საათიანი მასალის გაშიფრვა თავიანთი განმარტებით. მე როგორც თავიდანვე ვაცხადებდი, აქ არაფერ შუაში არ არის 2 საათიანი მასალა, მათ სჭირდებოდათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები ყოფილიყვნენ დამძიმებულები საარჩევნოდ და არ გამართლებულიყვნენ არჩევნებამდე. მოსამართლემ სამწუხაროდ, დაუკმაყოფილა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოთხოვნა და მონაწილეობა მიიღო ფაქტობრივად საარჩევნო პროცესში. დაეხმარა „ქართულ ოცნებას“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ,“ – განაცხადა ადვოკატმა გოგა ონიანმა

banner
წინა სტატიაშიშსს-მ გაჩიანში 6 შეკვრა ჰეორინით ნარკოტიკების რეალიზატორი დააკავა
შემდეგი სტატიაბიუჯეტის პროექტი პარლამენტმა მთავრობას შენიშვნებით დაუბრუნა