ბიუჯეტის პროექტი პარლამენტმა მთავრობას შენიშვნებით დაუბრუნა

ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტმა შენიშვნებით მთავრობას უკან გადაუგზავნა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით არა ერთი კითხვა არსებობს, რის გამოც პროექტის დაბრუნება მოხდა.

„იყო სოციალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები, იყო სახანძრო უზრუნველყოფასთან და სხვადასხვა მიმართულებით კითხვები, იყო დაფინანსება სხვადასხვა მიმართულების პროექტების. არის მთელი რიგი შენიშვნები, რომელსაც ვფიქრობ, რომ მთავრობა გადამუშავებულ ვერსიაში გაითვალისწინებს და მივიღებთ ადეკვატურ პასუხებს ყველა იმ კითხვაზე, რომელიც დეპუტატებს ჰქონდათ,“ – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა კანონმდებლების შენიშვნებს ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ასახავს.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოსთან დაკავებული ენმ-ს წევრების სასამართლო 27 ოქტომბრისთვის გადაიდო
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი: ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოს 63 მოქალაქე დააბრუნეს