შსს-მ გაჩიანში 6 შეკვრა ჰეორინით ნარკოტიკების რეალიზატორი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.გ. ნარკოდანაშაულისთვის გაჩიანში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 20 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 6 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით).

banner
წინა სტატიაშისტიქია ბათუმში – ძლიერმა ქარმა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა დააზიანა
შემდეგი სტატიასაკრებულოსთან დაკავებული ენმ-ს წევრების სასამართლო 27 ოქტომბრისთვის გადაიდო