საკონსტიტუციო სასამართლომ დეპუტატის სარჩელი საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა

სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა პარლამენტის 42 დეპუტატის სარჩელი საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

მოსარჩელე მარე სადავოდ ხდიდა მაჟორიტარული ოლქების ახალ საზღვრებს. მათი აზრით, საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა თანაბრად არ არის გადანაწილებული, საზღვრები კი ისეა განსაზღვრული, რომ ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების შესაძლებლობას უზღუდავს.

კერძოდ, საჩივრდებოდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის, 110-ე მუხლის მეხუთე პუნქტისა და 110-ე პრიმა მუხლის მესამედან ორმოცდამეორე პუნქტების კონსტიტუციურობა. სწორედ ეს ნორმები ადგენს მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებს და მათი შექმნის წესს.
სასამართლოს გადაწყვეტილენა “ნაციონალურ მოძრაობაში” შეაფასეს. სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ შესაძლებელი იყო, საკონსტიტუციო სასამართლოს “საარჩევნო კოდექსთან” დაკავშირებულ სარჩელზე სხვა მიმართულებით მიეღო გადაწყვეტილება.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: მე პროგრამა არ გამაჩნია, თუმცა კარგად ვიცი რა ინიციატივების მხარდასაჭერად შევდივარ პარლამენტში
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: ჩემი უშუალო დავალებით, ქალაქის მასშტაბით მიკროავტობუსების მონიტორინგი ხორციელდება