სალომე ზურაბიშვილი: მე პროგრამა არ გამაჩნია, თუმცა კარგად ვიცი რა ინიციატივების მხარდასაჭერად შევდივარ პარლამენტში

მე როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, როგორც ასეთი პროგრამა არ გამაჩნია, რადგან ერთი კაცის პროგრამა ცოტა აბსურდულია, სამაგიეროდ მე ძალიან კარგად ვიცი რა მიმართულებით და რა ინიციატივების მხარდასაჭერად შევდივარ პარლამენტში, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე.

„ერთი ეს არის ის ინიციატივა, რომელიც ეხება მოქალაქეობას, იცხოეთში მყოფ ქართ ელებს, ერთის მხრივ ბოლომდე მივიყვანნოთ ის ინიციატივა, რომელიც მოიცავს საკონსტიტუციო ცვლილებას და ახალ კანონმდებლობას და მეორე – ბევრი სხვა საკითხები, რომლებიც ეხება ასევე უცხოეთშიყოფ ქართველებს, მათი ინტერესების დაცვას, მათთვის პირობების შექმნას დასაბრუნებლად ან ქართულ ეკონომიკაში ჩასართვად, მათი შვილებისთვის პირობების შექმნა, რომ არ დაკარგონ აქ ჩამოსვლის შესაძლებლობა“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბისვილმა აუხლოეს გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, 8 აგვისტომდე ის მთაწმინდის ოლქში ხელმოწერებს შეაგროვებს, ხოლო შემდეგ შეხვდება ბიზნესმენებს, ვისგანაც შეიძლება მოიპოვოს ის დახმარება, რომელიც აუცილებელია კანდიდატისთვის. სექტემბრიდან კი უკევ მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.

სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებში მთაწმინდაზე დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭის.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო ბიუჯეტიდან ლევილის მამულის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ევრო გამოიყოფა
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლომ დეპუტატის სარჩელი საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა