დავით ნარმანია: ჩემი უშუალო დავალებით, ქალაქის მასშტაბით მიკროავტობუსების მონიტორინგი ხორციელდება

თბილისის მერი მიკროავტობუსების მონიტორინგთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. დავით ნარმანიას განცხადებით ეს პროცესი მისი უაშუალო დავალებით ხორციელდება:

”თბილისის მერიის მითითების შესაბამისად და ჩემი უშუალო დავალებით, სატრანსპორტო კომპანია ისევე როგორც კერძო მიკროავტობუსების კომპანია, ახორციელებენ ერთობლივ ღონისძიებებს, რაც გულისხმობს მთელი ქალაქის მასშტაბით მონიტორინგს. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მიკროავტობუსები, რომელთაც არ ჰქონდათ კონდიციონერები ჩართული და შესაბამისად, მძღოლების მიმართ კომპანიამ გაატარა ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის ზომა – მათ 10 დღის განმავლობაში შეეზღუდათ მანქანის ტარების უფლება, რაც მძღოლებისთვის შემოსავლის დანაკარგს ნიშნავს. მცირე რაოდენობა აღმოჩნდა მიკროავტობუსებისა, სადაც გასამართია კონდიცირების სისტემა, რაც რასაკვირცველია, კერძო კომპანიის ვალდებულებაა და ის გამართავს ამ ყველაფერს. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ და კომპანია ერთობლივად, რომ მგზავრების გადაადგილება ზაფხულის განმავლობაში იყოს მაქსიმალურად კომფორტული”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლომ დეპუტატის სარჩელი საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიათურქეთში პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს