„სახელმწიფოს შემქმნელს მოქალაქეობა ჩამოართვა, ეს ღორობაა“

ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა უსამართლობაა.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ „„112 უკრაინას“ ეთერში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, რომ უკრაინის კანონების შესაბამისად, ჩინოვნიკს მხოლოდ ერთი ქვეყნის მოქალაქეობა უნდა ჰქონდეს, ოდესის გუბერნატორმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიერ, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მხოლოდ პოლიტიკური აქტია.

„ეს უბრალოდ უსამართლობაა. მე, ჩემს მეგობრებთან ერთად, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში ყველაზე ეფექტური სახელმწიფო შევქმენი. სიმართლე გითხრათ, სახელმწიფოს შემქმნელს ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა, ღორობაა. არსებობს პროცედურები, მაგრამ ისინი ამას აკეთებენ როგორც პოლიტიკური აქტს. მათ ძალიან ეშინიათ ჩემი, რადგან ხალხმა გაიღვიძა საქართველოში და ახლა მოსახლეობა მთლიანად სწორ მიმართულებას ადგას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქლაქეობის შეჩერების პროცედურები დაიწყო.

banner
წინა სტატიაში“უშიშროებას სათავეში ისეთი უდგას, რომელიც უკანონო მისმენებს არ იკადრებს”
შემდეგი სტატია„იმაზე ბევრად საინტერესო საუბარი გვქონდა მე და ალიევს ვიდრე „გაზპრომია“