„იმაზე ბევრად საინტერესო საუბარი გვქონდა მე და ალიევს ვიდრე „გაზპრომია“

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა.

„იმაზე ბევრად საინტერესო საუბარი გვქონდა მე და ალიევს ვიდრე „გაზპრომია“. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აგორებული „გაზპრომის“ თემა არ არსებობს და შესაბამისად ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, მეგობრული საუბარი“, – განაცხადა ივანიშვილმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 5-6 ნოემბერს იმყოფებოდა. მან შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა. ასევე, შეხვედრა გაიმართა მასსა და საქართველოს ყოფილ პრემიერს შორის, თუმცა თუ რა იყო საუბრის თემა, უცნობია.

banner
წინა სტატიაში„სახელმწიფოს შემქმნელს მოქალაქეობა ჩამოართვა, ეს ღორობაა“
შემდეგი სტატია“დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავების აჟიოტაჟი სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია”