“უშიშროებას სათავეში ისეთი უდგას, რომელიც უკანონო მისმენებს არ იკადრებს”

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ქვეყანაში უკანონო მოსმენებს გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ უშიშროების სამსახურს დღეს ისეთი ხელმძღვანელი ჰყავს, რომელიც ამას არ იკადრებს.

“გამოვრიცხავ ყველანაირ უკანონო მოსმენებს. უშიშროების სამსახურს დღეს სათავეში ისეთი კაცი უდგას, არაფრით არ იკადრებს. თუ ვინმე გადაცდება, კარგ მაგალითად ხვედელიძე გყავთ, რომელიც ჩვენი პარტიის შტაბის უფროსი იყო და ძალიან დიდი წვლილი აქვს იმ გამარჯვებაში, რაც ჩვენ მივიღეთ. ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვართ და ჩვენი გუნდის წევრი არ დაგვიზოგავს”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ბოკერია პირადად ხარჯავდა ათეულობით მილიონს სააკაშვილის ლობიზმზე, ძალიან დიდი თანხაა გაცემული”
შემდეგი სტატია„სახელმწიფოს შემქმნელს მოქალაქეობა ჩამოართვა, ეს ღორობაა“