სახელმწიფოს კუთვნილი მიწების ყალბი დოკუმენტებით დაუფლების ბრალდებით 8 პირი პასუხისგებაში მიეცა

სახელმწიფოს კუთვნილი მიწების ყალბი დოკუმენტებით დაუფლების ფაქტი – საგამოძიებო სამსახურმა 8 პირი პასუხისგებაში მისცა. დაკავებულია დანაშაულის ორგანიზატორი ორი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა დაამზადეს მიწის ნაკვეთების ე.წ. ცრუ მოწმეების მიერ დამოწმებული განცხადებები, რომლის საფუძველზეც ბრალდებულებმა დაირეგისტრირეს საგურამოში მდებარე ნაკვეთები.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშითამარ ჟვანია მზადაა, პარლამენტში მივიდეს
შემდეგი სტატიამერამდენე წელია, 17 მაისს ლგბტ თემის წარმომადგენლებს პოზიციის გამოხატვა შეზღუდული ფორმით უწევთ