მერამდენე წელია, 17 მაისს ლგბტ თემის წარმომადგენლებს პოზიციის გამოხატვა შეზღუდული ფორმით უწევთ

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 16, 2019 18:20

მერამდენე წელია, 17 მაისს ლგბტ თემის წარმომადგენლებს პოზიციის გამოხატვა შეზღუდული ფორმით უწევთ

უკვე მერამდენე წელია, 17 მაისს ლგბტ თემის წარმომადგენლებს საკუთარი პოზიციის გამოხატვა ძალიან შეზღუდული ფორმით უწევთ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველი ყოველწლიურ ანგარიშებში წერს, რომ მათი გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.

„წლებია, ვაკვირდებით, რომ ძალიან გაძლიერებული პოლიციის კორდონის დაცვის ქვეშ უწევთ საკუთარი აზრის დაფიქსირება და წელს, როგორც ჩანს, სრულიად შეუძლებელი გახდა. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, უარყოფითად არის ჩემს მიერ შეფასებული. ჩვენ ყოველწლიურ ანგარიშებშიც ვწერთ, რომ მათი გამოხატვა 17 მაისს უკვე მერამდენე წელია, იზღუდება და ისინი განსაკუთრებული ძალადობის რისკის ქვეშ არიან. თუმცა როგორც ვიცი, იგეგმება გარკვეული მსვლელობა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით,სახალხო დამცველის აპარატი დააკვირდება, რამდენად იქნება დაცული გამოხატვის თავისუფლება.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 16, 2019 18:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,695
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics