თამარ ჟვანია მზადაა, პარლამენტში მივიდეს

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მზად არის პარლამენტში მივიდეს. ცესკოს თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას, ინტერპელაციის წესით მის დაბარებასთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ საშუალებით უპასუხა და აღნიშნა, რომ მზად არის ნებისმიერ შეკითხვას გასცეს პასუხი.

„მინდა გამოვეხმაურო ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და აღვნიშნო, რომ როგორც ყოველთვის, მზად ვარ, ნებისმიერ შეკითხვას გავცე პასუხი. უფრო მეტიც, მნიშვნელოვანია და ჩვენს ინტერესშია, საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია. ყოველთვის მივესალმები დიალოგს ნებისმიერი ფორმით!“, – წერს თამარ ჟვანია.

banner
წინა სტატიაშიჩვენ დავიცავთ ხმებს – სანდრა რულოვსი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
შემდეგი სტატიასახელმწიფოს კუთვნილი მიწების ყალბი დოკუმენტებით დაუფლების ბრალდებით 8 პირი პასუხისგებაში მიეცა