სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით კიდევ ერთი განმარტება გააკეთა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვიათარების სააგენტომ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით კიდევ ერთი განმარტება გააკეთა.

სერვისების განვითარების სააგენტოში განმარტავენ, რომ მათ ცესკო-ს პოტენციური ამომრჩეველთა მონაცემემები გადაუგზავნეს, რომელიც მათი ინფორმაციით 5 539 549 ამომრჩეველია.

სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ამ სიაში შედიან, როგორც საქართველოში (მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე) მცხოვრები, ისე საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული სრულწლოვანი პირები, ასევე, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული ამომრჩევლები ( ე.წ. უმისამართოები, სულ – 30 298).

სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზაში არსებულ თითოეულ ჩანაწერზე გაცემულია შესაბამისი დოკუმენტი, მათ შორის 2 198 755 პირზე – ელექტრონული პირადობის მოწმობა ან ბიომეტრიული პაპსპორტი.

სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა სამხარაძის განმარტებით, საქსტატის შედეგებში ასახულია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ის პირი, ვინც 2014 წელს იმყოფებოდა საქართველოში.

სამხარაძის ინფორმაციით, მოსახლეობის აღწერის შედეგები არ მოიცავს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ საქართველოს მოქალაქის სტატუსი.” ისინი ჩვენი ქვეყნის ამომრჩევლები არიან და აუცილებლად უნდა ირიცხებოდნენ საარჩევნო სიებში”,- განაცხადა სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება ყვარლის რაიონის საავადმყოფოსა და პოლიკლინიკის შენობას გადასცემს ლაგოდეხელ მილიონერ ფერაძეს
შემდეგი სტატიაპარტია “თავისუფალი დემოკრატები” წყალტუბოს შუალედურ არჩევნებში ოფიციალურად ჩაერთო.