პარტია “თავისუფალი დემოკრატები” წყალტუბოს შუალედურ არჩევნებში ოფიციალურად ჩაერთო.

ალასანიააააპარტია “თავისუფალი დემოკრატები” წყალტუბოს შუალედურ არჩევნებში ოფიციალურად ჩაერთო. პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წყალტუბოში შუალედური არჩევნების მაჟორიტარობის კანდიდატი ივანე როყვა წარადგინა. “თავისუფალი დემოკრატების” სახელით სოფელ წყალტუბოს თემში კენჭს ივანე როყვა იყრის. “თავისუფალი დემოკრატების” საარჩევნო ნომერი 33 იქნება.
“ეს არის პირველი არჩევნები, სადაც “თავისუფალი დემოკრატები” დამოუკიდებლად ვიღებთ მონაწილეობას და ივანე როყვა არის ის ადამიანი, ვინც ღირსეულად წაგვიძღვება მომავალი გამარჯვებებისკენ… ვანო როყვა ძირძველი წყალტუბოელია, დაბადებული და გაზრდილი ამ ქალაქში, მან რაიონის ყველა პრობლემა და მწვავე საკითხი ზედმიწევნით იცის.
ვანო „თავისუფალი დემოკრატების“ უღალატო წევრია, ის პარტიის დაფუძნების დღიდან, 2008 წლიდან, „თავისუფალ დემოკრატებშია“ და ჩვენთან ერთად გაიარა ყველა ბრძოლა ქვეყნის კეთილდრობისთვის და წინსვლისთვის. მე დარწმუნებული ვარ, ვანო როყვა არ დაგპირდებათ იმას რასაც ვერ შეასრულებს და რასაც დაგპირდებათ იმას აუცილებლად შეასრულებს…
საქართველოსთვის, ვანო როყვა არამხოლოდ პოლიტიკურ ასპარეზზე იბრძვის, ვანო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილეა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ის არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. მისი ძლიერი მებრძოლი ხასითი ზუსტად ის არის, რაც სჭირდება დღეს რეგიონს იმისთვის, რომ ყველა პრობლემა მოაგვაროს, რომელიც ადგილობრივებს აწუხებს და ხელს უშლის მათ კეთილდღეობას.
ვანოათან ერთად მინდა დაგპირდეთ რომ – თქვენი კეთილდღეობა ჩვენი მიზანი იქნება !!!
ვანოს ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და სამი შვილი, ვანოს ოჯახი სამაგალითო და მისაბაძია ჩემთვისაც და თითოეული ჩვენგანისთვის, ეს არის ქართულ ტრადიციებზე და იმ ფასეულობებზე დაფუძნებული ნამდვილი ქართული ოჯახი, რომელიც უდიდეს პატივისცემას და სიყვარულს იმსახურებს.” – ირაკლი ალასანია

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით კიდევ ერთი განმარტება გააკეთა
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო უწყება ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებას მიესალმება