ხელისუფლება ყვარლის რაიონის საავადმყოფოსა და პოლიკლინიკის შენობას გადასცემს ლაგოდეხელ მილიონერ ფერაძეს

dokროგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ყვარლის საკრებულოს დეპუტატმა, ლეიბორისტული პარტიიდან თინა ჩიხიაშვილმა განაცხადა, 2012 წელს წინასაარჩევნოდ, სწორედ ამ შენობის წინ, დაპირდა ივანიშვილი ამომრჩეველს ახალ საავადმყოფოსა და პოლიკლინიკას, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ყვარლის ადგილობვრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პოლიკლინიკის შენობა შევიდა საპრივატიზაციო ნუსხაში და მყიდველიც ცნობილია. მოსახლეობა აღმოჩნდა მოტყუებული და გადაგდებული, რაიონს აღარ ექნება საავადმყოფო და ყვარლის მოსახლეობას სამდეიცინო დახმარების მისაღებად თელავში სიარული მოუწევს.

“მივმართავთ ხელისუფლებას, ხელი აიღოს ამ გადაწყვეტილებაზე და ნუ დატოვებენ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებისა და ექიმის გარეშე. პირობას ვაძლევთ ამ უუნარო და უხერხემლო ხელისუფლებას, რომ ოქტომბერში ქართული ოცნება აღმოჩნდება პოლიტიკურ სანაგვეზე”.

banner
წინა სტატიაშიკახა კუკავა არასაპარლამენტო ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიასახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით კიდევ ერთი განმარტება გააკეთა