სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფმა 2 000-ზე მეტმა ბავშვმა პრეზიდენტისგან ფულადი დახმარება მიიღო

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო მზუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს საახალწლოდ ფულადი დახმარება დაურიგდათ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფრომაციით, თანხა ერთჯერადი დახმარების სახით ქვეყნის მასშტაბით 2000-ზე მეტ ბავშვს გადაერიცხა, ასევე საქართველოს პრეზიდენტის სახელით ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გაეგზავნათ.
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდად აღნიშნული მიზნით გამოყოფილი თანხის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ინფორმაცია სოციალურ მუშაკებს მიაწოდა.
“გიორგი აბაშიშვილმა მოწვეულ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის შესახებ, რომელიც ერთჯერადი დახმარების სახით გადაერიცხა ქვეყნის მასშტაბით 2000 -ზე მეტ ბავშვს. ასევე საქართველოს პრეზიდენტის სახელით ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გაეგზავნათ.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო იმისათვის, რომ ბავშვებისათვის ახალი წელი კიდევ უფრო ლამაზი ყოფილიყო” – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსთვის ირანიდან გაზის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობები არ არსებობს
შემდეგი სტატიაიმერეთის რეგიონში გზები გახსნილია – რაიონის ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება