იმერეთის რეგიონში გზები გახსნილია – რაიონის ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

რა ხდება ამ წუთებში ქუთაისში

იმერეთის რეგიონში დიდთოვლობის გამო ჩაკეტილი გზები უკვე გახსნილია. ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

მთელი ღამე მუშაობდა ტექნიკა ქუთაისშიც, სადაც ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილებაა შესაძლებელი.

რაიონის ნაწილს შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჭიათურაში დედა-შვილი დაიკარგა, არ დადასტურდა. მათ ქარბუქის გამო მიტოვებულ სახლს შეაფარეს თავი და ამჟამად საკუთარ საცხოვრებელში არიან გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფმა 2 000-ზე მეტმა ბავშვმა პრეზიდენტისგან ფულადი დახმარება მიიღო
შემდეგი სტატიასაავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის შეზღუდვა მოიხსნა