ობამამ “ისლამურ სახელმწიფოს”, რუსეთს და Brexit-ს ნატოს სასწრაფო გამოწვევა უწოდა

სენატის არჩევნებში მონაწილემ ობამას

აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს”, რუსეთს, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებს და Brexit-ს ნატოს სასწრაფო გამოწვევა უწოდა. ამის შეასახებ ამერიკელი ლიდერი თავის სტატიაში წერს, რომელიც დღეს The Financial Times-მა გამოაქვეყნა.
ობამამ აღნიშნა, რომ ისლამისტების მიერ შთაგოენბულმა ან ორგანიზებულმა ტერაქტებმა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა ნატოს ქვეყნებში, თავშესაფრის მრავალი მაძიებელი კი აფრიკიდან სირიამდე კონფლიქტების გამო ევროპაში მიდის.
“უკრაინის მიმართ რუსული აგრესია ევროპის ერთიანობას ემუქრება, როგორც მშვიდობიანი და თავისუფალი გაერთიანებისას. ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი, რომლის შედეგადაც ის ევროკავშირიდან უნდა გავიდეს, ევროინტეგრაციის მომავლის სერიოზულ საკითხებს წევს” – წერს ობამა.

ის თვლის, რომ ევროკავშრისა და ნატოს ქვეყნებმა ვარშავაში “მობილიზება უნდა გაუწიონ პოლიტიკურ ნებას და სასწრაფო გამოწვევებზე კონკრეტული პასუხისმგებლობები აიღონ”. მისი თქმით, ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობისა და ჭეშმარიტი პარტნიორობის შემთხვევაში.

banner
წინა სტატიაშიToyota-მ ეკონომიის გამო მთავარ ოფისში ორი ლიფტი გათიშა
შემდეგი სტატიასახელმწიფო დეპარტამენტმა კლინტონის მიმოწერაზე გამოძიება ხელახლა დაიწყო