აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოსახლეობას ევროპაში შესაძლო ახალი ტერორისტული თავდასხმების შესახებ აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიფრთხილე გამოიჩინონ.
აშშ-ის დეპარტამენტმა საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე ტერორისტები მორიგ აფეთქებებს გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის აეროპორტში და მეტროსადგურებში მომხდარ აფეთქებებს, 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა.
ამასთან, სოციალურ ქსელებში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გავრცელებული ახალი მუქარა გავრცელდა, სადაც აღნიშნულია, რომ ტერაქტების საფრთხე გერმანიას ემუქრება.