მაგდა პაპიძის პროცესზე სამხარაულის ექსპერტ-კრიმინალისტი იკითხება

5 წლის შვილისა და 27 წლის მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის მაგდა პაპიძის პროცესზე სამხარაულის ექსპერტ-კრიმინალისტი იკითხება, რომელიც 19 დეკემბრის ღამეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და ფოტოების ფიქსაციაში მონაწილეობდა.

გვანცა გუჯაბიძის ჩვენებით, შემთხვევის ადგილზე, დერეფანში სისხლისმაგვარი ლაქები იყო, რომელიც სპეციალური ბიოლოგიური ჩხირით აიწმინდა და დაილუქა. ამავე მეთოდოლოგიით მოხდა ოთახში დივნის წინ, ჟურნალის მაგიდის ქვეშ არსებული სისხლისმაგვარი ლაქიდან ნიმუშის აღება.

“სხვა ლატენტური, ანუ ხილული სისხლისმაგვარი ლაქები არ შეგვიმჩნევია ოთახში და დერეფანში, რადგანაც ოთახში ერთ ადგილას იყო ხილული ლაქა. გაგვიჩნდა ეჭვი, რომ მხოლოდ ერთ ადგილას არ უნდა ყოფილიყო და გაწმენდილი იქნებოდა. ასეთ ვითარებაში ჩვენ ვიყენებთ სპეციალურ ხსნარს, რომელიც მყარ ზედაპირზე გამოიყენება. ხსნარის დასხმის შემდეგ იმდენად ნათლად და კაშკაშად გამომჟღავნდა ლურჯი ფერი, რომელიც მხოლოდ ახალი მოწმენდილი სისხლის ადგილებში გამომჟღავნდება, რომ ფოტოებზე მისი ფიქსაციისთვის სპეცგანათება არ დაგვჭირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი მოწმენდილი სისხლი იყო. მყარ ზედაპირებზე იატაკზე, კომოდზე, ოთახის სხვადასხვა ნაწილში, კარების ზღურბლზე გალურჯდა ხსნარი, რაც სისხლის კვალზე მიუთითებს. რაც უფრო სველია სისხლი, ნაკლებ ნათებაზე მიუთითებს. ამ შემთხვევაში მკვეთრი და კაშკაშა ფერის ნათება იყო. დივანზე არ დაგვისხია ხსნარი. გარეგნულად დივანს არაფერი ეტყობოდა. არ გამოგვიწევია და არ გაგვიხსნია დივანი, არც ვიცოდით სათავსო თუ ჰქონდა, გარეგნულად არაფერი ეტყობოდა. კედელზე სისხლისმაგვარი ლაქები რომ შეგვემჩნია, აუცილებლად ავიღებდით ნიმუშებს”, – განაცხადა გვანცა გუჯაბიძემ.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიში წარადგინა
შემდეგი სტატიადიდუბის რაიონში 48 სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა