სახალხო დამცველი წამებისა და ღირსების შემლახავი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი 15 აგვისტოს ინტერნეტსივრცეში წამებისა და ღირსების შემლახავი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, ამ კადრების საჯარო ხელმისაწვდომობა იწვევს კონკრეტული ადამიანების სამართლებრივ და მორალურ შევიწროვებას; მიუხედავად უმაღლესი ინტენსივობის სამართლებრივი ზიანისა, რომელსაც კონკრეტული ადამიანები განიცდიან, ამ დრომდე არაერთ ინტერნეტ სივრცეში კვლავ ხელმისაწვდომია აღნიშნული ვიდეო ჩანაწერები.

„2016 წლის 15 აგვისტოს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა წამებისა და ღირსების შემლახავი კადრები, სადაც კონკრეტული ადამიანების იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. ვიდეო ჩანაწერების ხილვა იწვევს მასში აღბეჭდილი ადამიანების ღირსების შელახვას და მორალურ ტკივილს. ღირსება ადამიანის აბსოლუტურად დაცული სამართლებრივი სიკეთეა, რომლის დაცვაზეც სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას.

ამ კადრების საჯარო ხელმისაწვდომობა უწყვეტ რეჟიმში იწვევს კონკრეტული ადამიანების სამართლებრივ და მორალურ შევიწროვებას. მიუხედავად უმაღლესი ინტენსივობის სამართლებრივი ზიანისა, რომელსაც კონკრეტული ადამიანები განიცდიან, ამ დრომდე არაერთ ინტერნეტ სივრცეში, კვლავ ხელმისაწვდომია აღნიშნული ვიდეო ჩანაწერები“,-ნათქვამია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოითხოვს, რომ კომპეტენტურმა სახელმწიფო უწყებებმა არა მხოლოდ დაიწყონ გამოძიება ვიდეო მასალის გავრცელებისა და შენახვის ფაქტზე, არამედ დაუყოვნებლივ გაატარონ კონკრეტული სამართლებრივი ღონისძიებები, რათა აღიკვეთოს ამ კადრების ხელმისაწვდომობა და ხილვადობა ინტერნეტ და სხვა საჯარო სივრცეში.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ეს მეანაბრეების, ბანკის კლიენტებისა და აქციონერების რისკის დასაცავად კეთდება
შემდეგი სტატია“თუ დადასტურდება, რომ რომელიმე პარტიას არ ჰყავს უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი, ცესკო მათი რეგისტრაციის გაუქმებაზე იმსჯელებს”